понедельник, 28 марта 2011 г.

ყარაჯალის საჯარო სკოლა


ყარაჯალა თელავის რაიონის ერთადერთი აზერბაიჯანული სოფელია.1886 წლის 8 თებერვალს ყარაჯალაში საზეიმოდ გაიხსნა დაწყებითი სკოლა (25 მოსწავლე).სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.დაწყებითი სკოლის გახსნის ორგანიზატორი და გამგე მასწავლებელი იყო უსეინ ალი ოღლი ეფენდიევი.1932 წლის სექტემბერში ყარაჯლის დაწყებითი სკოლა შვიდწლიან არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა.1946–1957 წლებში სკოლა არასრული საშუალო სკოლის სტატუსით ფუნქციონირებდა.1957 წლის სექტემბერში რვაწლიანი არასრული საშუალო სკოლა სრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა.
2005 წლის 5 ოქტომბრიდან ყარაჯლის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელზა აშიროვა.სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.