среда, 20 апреля 2011 г.

მე ვხედავ სამყაროს

თინეიჯერები საქართველოში არიან 12 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი სტილით ჩაცმა. საქართველოში თინეიჯერები მოდას აყოლილები არიან. ზოგი ეწევა სიგარეტსაც, იღებს ალკოჰოლს, რაც ძალიან ცუდი და მავნე ჩვევაა. ერთი ახალგაზრდა ჩაიცვამს რაიმეს და ყველა მას ბაძავს. მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა მოდაში იყო შავ-თეთრი ფერების მოსახვევები, რომელიც თითქმის ყველა თინეიჯერს ეკეთა.
ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდობის წლებია. წლები კი სწრაფად გარბიან და უნდა ვეცადოთ ბევრი რამის გაკეთება, რომ ბოლოს სინანულმა არ დაგვტანჯოს, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და თინეიჯერები აღარასოდეს ვიქნებით. სამშობლოს, საქართველოს, კარგად აღზრდილი, განათლებული, კულტურული თაობა გადაარჩენს.
როგორც ყველა თინეიჯერს, მეც მაქვს იმედები და ოცნებები. ჩემი ოცნებაა პირველ რიგში ჩემს ოჯახისთვის ვიყო კარგი და ღირსეული შვილი, გამოვიდე კარგი პედაგოგი, იმედია, ოცნება შემისრულდება, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს თუ ვერ გავხვდი მასწავლებელი, მინდა ვიყო დასაქმებული, ჩემი ნაშრომი ფულით ვიყიდო მანქანა და კომპიუტერი, საკუთარი მანქანით წავიდე დასასვენებლად სხვადასხვა ლამაზ ქვეყნებში, ვიცხოვრო საკუთარ ჩემს სახლში თავისუფლად. ჩემი იმედებისა და მიზნების მისაღწევად საჭიროა საქართველოში პირველ რიგში იყოს მშვიდობა, რადგან არ მქონდეს შიშის გრძნობა და არ ველოდე უბედურებას. უნდა ვისწავლო ძალიან კარგად, არ დავიშურო ძალა და ენერგია მიზნისკენ სავალ გზაზე. იმედი მაქვს გამიმართლებს და მომავალი უზრუნველყოფილი მექნება.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, ისარგებლოს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. ყოველ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება და იგი არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას. საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ხოლო მათ უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საქართველო იცავს. საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი არის პასპორტი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გაიცემა ნებისმიერ ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის და შემოსვლის მიზნით. ეს გადაადგილება შეიძლება გამოვიყენოთ საზღვარგარეთ გადაადგილების შემთხვევაში მაგალითად ამერიკაში, ამ ქვეყნის თანატოლებისაგან განვსხვავდებით ჩვენ. ამერიკაში ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებელი და თავისუფლები არიან, მათ შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარ სახლში, მარტო, მშობლების გარეშე. მიიღონ რაღაც გადაწყვეტილებები, ჩვენთან კი პირიქით, მშობლები ამის უფლებას არ გვაძლევენ, რაც ძალიან ცუდია.
მსოფლიოს შეცვლა რომ შემეძლოს, უპირველესად გავანადგურებდი ბირთვულ იარაღს, არ დავუშვებდი ყოფილიყო ომი, რადგან მას ყოველთვის დიდი უბედურება მოაქვს კაცობრიობისათვის, ომში იღუპება ათასობით უდანაშაულო ადამიანი, მშობლები შვილების, შვილები მშობლების გარეშე რჩებიან, მოსახლეობა ლტოლვილად იქცევა. ჩვენთვის არ არის უცხო ომით გამოწვეული ტკივილი, ჩვენ ხომ მომსწრენი და თვითმხილველები ვართ 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი დღეებისა. ღმერთო, დაგვიფარე ასეთი საშინელებისაგან-ომისაგან, აარიდე მსოფლიოს ეს უბედურება! ჩემი მშვიდობიანი პოლიტიკით, ვიქნები აღიარებული, გამორჩეული ადამიანი და ისტორიას ყოველთვის ემახსოვრება ჩემი სახელი.
მე ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ მე-11 კლასელი -აქსანა მუსაევა, ვსწავლობ ქართულ სექტორზე. ჩემი დაც სამირა მუსაევაც ქართულ სექტორზე სწავლობს.

აქსანა მუსაევა ყარაჯლის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე

Комментариев нет:

Отправить комментарий