
ქართულ ხუროთმოძღვრებაში XI ს-დან იწყება,,დიდი ეპოქა",რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ახალი ისტორიის საფეხურთან.სწორედ ამ დროს შენდება უმნიშვნელოვანესი კათედრალური ტაძრები, მეფე-ფეოდალთა სასახლეები, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, ქარვასლები, აბანოები, გზები, ხიდები და სხვა.
ამ დორის ღირსშესანიშნავ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება სახელგანთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, აგებული Xის-ის პირველ მოთხედში. იგი ისტორიულ კახეთში, თელავიდან 18კმ-ის დაშორებით,ალაზნის ველზე მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი პირველად დაარსებული იქნა Vს-ში ერთ-ერთი სირიელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის მიერ.
XIს-ის დასაწყისდში კვირიკე კახთა მეფე ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რომელიცალავერდის სახელითაა ცნობილი. ალავერდის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში სიგრზე 41,7 მეტრიხ26,4 მ-ზე,სიმეღლე 50 მეტრი.
ალავერდის ტაძარი რიყის ქვით არის ნაგები. კედლების გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდი კვტრადებით. ტაძარი გადასურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით,რომელთა ფრაგმენტები და წარწერები შემორჩენილია დღემდე
Aალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულია მტრისაგან და მიწისძვრისაგან.მისი პირველი დიდი რესტავრაციის დროს XVს-ის 80-იან წლებში, ალექსანდრე, კახთა მეფის დროს აღადგინეს გუმბათის ყელი მთლინდ და კედლების კედლების ცალკეული ნაწილები.
XIXს-ის ორმოციან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ შიგნითა კედლები შეათეთრა და ძველი ფრესკები დაფარა.
კედლების გაწმენდის შემდეგ, 1966 წელს გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა. ამთგან:პირველი და უმნიშვნელოვანესი XI ს-ის მოხატულობის ფრაგმენტები სამხრეთის მკლავის კედლებზე სემორჩენილია XV_XVIსაუკუნეების, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის და ჩრილოეთის კედლებზე XVI_XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (იგი განეკუთვნება XVII-XVIII),აგერთიანებულია სხვადა სხვა დროის ნაგებობები.მათ შორის: პალატი,რომელიც საქართველოს ამ, ტიპისნაგებობათა შორის ყველაძემნიშვნელოვანიოა, სამსართულიანიო შენობა მისი ქვედა სართული- დიდი ზიმის კამაროვანი დარბაზი,XVI_XVIIსაუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა.1615 წლის ახალი პერიოდშია აგებული ფექარ ხანის აგურის სასახლე.მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობნა, რომელზედაც, დაბალი, კვატრადული ოთახია მიშენებული. Aრის აგრეთვე აბანო,სამრეკლო,მარანი და სხვა.
XVII_XVIII საუკუნეებში აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვად აღკეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
ალავედი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო.აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი,მათ შორის უნდა დავასახელოთ ფილიპე ალავერდელი, XVI_XVII სს. ძებედე მთავარ ეპისკობოსი,XVIIს.ნიკოფორე ირბახი(ნიკოლოზ ცოლოყაშვილი),მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი(XVIIIს) და სხვა.
თავდაპირველა ტაძარი მთლიანად მოპირკეთებული ყოფილა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, მოყვითალო ნასვრეტოვანი შირიმის ფილებით.ეს ფილები ამჟამად ძლიერი გამოქარგულია.
Aალავერდის ტაძართAნ უამრავი ისტორიული ფაქტი სა ბევრი ისტორიული პიროვნებაა დაკავშირებული. XI ს-დან იგი საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთA საძვალედ იქცა.1104 წელს, კახეტის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებულმა ალავერდის სამსახურში ჩააყენა.
მონასტერი არა ერთგზის დაურბევია მტრის ლაშქარს. კახეთის მძიმე პოლიტიკური ცხოვრება შესაბამის კვალს აჩენდა ძეგლის ისთორიას. Aნსამბლი მიწისძვრასაც დაუზიანებია.
XV ს-ის უკანასკნელ მეთხედში კახეთის მეფე ალექსადრე I-მა 1476-1511 წლებში დედამისმა ნესტან-დარეჯანმა და ანა დედოფლმა საყურადღებო მუშაობა ჩაატარეს დანგრეული კათეთრის გასაწმენდად, აღსადგენად და გასაცხოვებლად. ამ დროს იქნა აღდგენილი გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები.
1616 წელს ალავერდი და მისი მამულები დაარბია შაჰაბას I-მა.დარბეულ მონასტერში გარკვეულ აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა როსტომ მეფემ.
XVII-ის შუა წლებში რქმენთა მომთაბარე ტომაბმა მონასტრის ადგილ-მამულები საძოვრად გადააქციეს, შენობა კი ციხესიმაგრედ. 1659 წელს აჰანყებულმა კახელებმა თურქმენები განდევნეს და ალავერდში გამაგრებუ;ლი მაჰმადიანებიც ამოწყვიტეს მტრისგან მიყენებული ბზარალი იმდენად დიდი იყო,რომ XVIIს-ის დასასრულამდის საეპისკოპოსო ვეღარ აღდგა.XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე ალავერდი დაარბიეს. 1735 წლის 21 ოქტომბერს იგი სასტიკად ააოხრა თამაზ-ხნმა.1`742 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ერთხელ კიდევ დააგრია ტაძარი. მისი აღდგენა დაიწყო მეფე თეიმურაზ II-ის მეუღლემ დედოფალმა თამარმა 1750 წელს და სამუშაობები დაამთავრა მისმა ძემ ერეკლე II-მ.XVIIIს-ის 80-იან წლებში ალავრდისა და მცხეთისა ხელი შეუწყო ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ეკონომიკურ აღორძინებას.
1811 წელს საეპისკოპოსოს ეპარქიაში 113 ეკლესია ირიცხებოდა, ხოლო ყმა-გლეხAტ რიცხვი კი 342 კომლს აღწევდა.
საუკუნეთა მანძილზე ალავერდის ტაძარი განსაკუთრებული სახელით სარგებლობდა. მისი გალავანი ხალხს თავს უყრიდა გორორც მტრის შემოსევის დროს, ასევე ლხინის დროსაც.ყოველწლიურად, 14 სექღემბერს, იწყებოდა და სამ კვირას სახელისადმი მიძღვნილი დღესასწაული_,,ალავერდობა~, რომელიც უამრავ მლოცველს იზიდავდა არა მარტო კახეთიდან, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებიდან. ,,ალავერდობა~, როგორც სახალხო ზეიმი,დღესაც არის შემორჩენილი.
ალავერდი ადრიდანვე მძლავრ საეკლესიო ფეოდალურ სენიორას წარმოდგენდა. ალავერდის მწყემსმთავარი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. ტაძარში კრძალავდნენ კახთა მეფეებსა და მატი ოჯახის წევრებს.ტაძარში განისვენებს ქეთევან დედოფლის გვამის ნაწილი, არ არიან დაკრძალულნი, ალექსანდრე I,თეიმურაზ II, მარიამ_მაკრინე ბაგრატიონი,დედოფალი ანა და სხვა.
ალავერდის მონასტერში არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოტეკა, რომელიც იზრდებოდა იქვე გადაწერილი თუ სხვაგან დამზადებული ხელნაწერით წიგნებით.
ჯერ კიდევ 20-იან წლებში აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა ძეგლა მხატვრული_სტილისტური ანალიზის საფუძველზე შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მეწორე აყვავების საწყის პერიოდს მიეკუთვნა.მოგვიანებით, ტაძრის ფასადებზე აღმოჩენილმა წარწერებმა დაადასტურეს მეცნიერის ეს აზრი და დაამტკიცეს მისი აგების ხანა_XI ს-ის I მეოთხედით.
ალავერდის ტაძარი, თავისი ჭეშმარიტი, უკვდავი ხელოვნების მაგიური ძალით სამართლიანად იზიდავს მრავალ რიცხოვან მნახველს.
ელვინა სულეიმანოვა, ყარაჯლის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ქსე.ტ.1,თბილისი,1975წ.გვ.260-261;
2. ნN.ანდღულაძე, ალავერდი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო~, თბილისი, 1984წ.გვ.3-9;
3. გ.ჩაჩანიძე,პირამიდიდან სვეტიცხოვლამდე, გამომცემლობა ,,ინტელექტი~,თბილისი,1997წ.გვ.86-87
Комментариев нет:
Отправить комментарий